ჩემი გვერდი

Monday, June 10, 2019


სოციალური პროექტი - „ ჩემი მწვანე  ქალაქი“
ავტორი -      ეკა გეწაძე
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი - 6
პერიოდი -15.0219წ.  -15.04.19წ. 

თემის აქტუალობა -  თანამედროვე ადამიანისთვის პრიორიტეტი  პირადი ინტერესებია, ამიტომაც ახალგაზრდებისათვის ხშირად ძალიან რთულია პასუხისმგებლობის, ტოლერანტობისა და გარემოზე ზრუნვის თვისების აღმოჩენა. ისინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში მაგალითს ნაკლებად ხედავენ. ამიტომ, სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნებაში ამ თვისებებოს განვითარების კუთხით. მართალია, მოსწავლეებში ამ თვისებების განვითარებას სასწავლო ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები უწყობენ ხელს, მაგრამ  მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული ქმედებების განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა, ასეთები კი მათი მშობლები არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი, კლასის მოსწავლეების და მათი მშობლების   მონაწილეობით.
პროექტის მიზანი :
განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
 პროექტის ამოცანები
1.I ეტპაზე შეგროვდეს მაკულატურა მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპზე მაკულატურისგან მიღებული თანხით/ან გაცვლით შევიძინოთ ნერგები;
3.III ეტაპზე კლასი  ფინანსურ დახმარებას გაუწევს ქალაქ დუშეთში მცხოვრებ მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ  ჯავახიშვილების ოჯახს. შეუძენს საოჯახო პირველადი მოხმარების ნივთებს და პროდუქტებს, რომელიც ოჯახს ძალიან ესაჭიროება. შეაგროვებენ მცირეოდენ ტანსაცმელს  ბავშვებისათვის, რომელიც აუცილებელია მათთვის. ამ ყველაფრისთვის   მშობლები შეაგროვებენ თანხას თავიანთი სურვილით და შესაბამისად  გამოიყენებენ.
4.კლასის მოსწავლეები/მშობლები პროექტში ჩართავენ სხვა კლასის/კლასების მოსწავლეებსა და მშობლებს, სკოლის თემის ჩართვით სკოლაში მოეწყობა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია;
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. პროექტის სამი ეტაპის: მაკულატურის შეგროვება-ჩაბარების, ხეების დარგვისა და საქველმოქმედო ნაწილის პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა (მშობლები);
4.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები მოსწავლეებთან ერთად;
6. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი წვლილის შეტანით თავიანთი თანამოქალაქეების დახმარების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და შემწყნარებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები:
მაკულატურა, ნერგები, ელექტრონული - Word  Excel  Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.შეგროვებული მაკულატურის რაოდენობით;
2.დარგული მცენარეების რაოდენობით;
3.საქველმოქმედო დახმარებაში აქტივობით;
4.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
5.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი (კლასის დამრიგებელი, პარალელური კლასის მასწავლებელი) აკვირდება სამივე ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად,  ღია კარის დღეები, კლასში ქველმოქმედებისა და გარემოს მოვლის აქტიური პროპაგანდის აქტივობები.
პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება
14.04.19
15-20.02
19-21.02
27.02-05.03
17.03-21.03
23.03- 03.04
15.04
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;

     X






2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;

  X
 
  



3. პროექტის სამი ეტაპის: მაკულატურის შეგროვება-ჩაბარების, ხეების დარგვისა და საქველმოქმედო ნაწილის (პროდუქტის შეგროვება-დარიგების) პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;



X

  


4.ინტერვენცია-
მაკულატურის შეგროვება-ჩაბარება



X



         
5.ნერგების შეძენა-დარგვა




X


6.საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა;




X


7.საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია;





X

18. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.







X




No comments:

Post a Comment